ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს.
„ვატყობ, 2 ოქტომბერს ქვეყანა, „ქართული ოცნება” და სამართალი ერთად იზეიმებს!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.