ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კოტე შარაშენიძის დაჯარიმების მოთხოვნაზე ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიას უარი უთხრა.
ეს გადაწყვეტილება ოზურგეთის სასამართლოში მოსამართლემ ამ წუთებში გამოაცხადა.
საოლქო კომისია კონსტანტინე შარაშენიძის 2 000 ათასი ლარით დაჯარიმებას მოითხოვდა, გასულ კვირაში შარაშენიძის მიერ თავის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების გამო.
სასამართლომ დარღვევა იმდენად უმნივნელოდ ჩათვალა, რომ კომისიის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.