ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების” ფარგლებში ქ. ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძე მოადგილე, ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია, ქ. ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი კაფე, ახალი ღობე, საფეხმავლო ბილიკები, საინფორმაციო ბანერი, სკამები, გარე განათების ნათურები და დასასვენებელ ზონებში რამდენიმე ფანჩატური, ასევე საბავშვო ატრაქციონები. იქნება სკეიდსივრცე, სავარჯიშო ზონებში მოეწყობა სპორტული ტრენაჟორები, ველო და სარბენი ბილიკები. სამუშაოები, სრულიად შეცვლის პარკის ამჟამინდელ მდგომარეობას. აღნიშნული პარკის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, პროექტის ღირებულება 2 687 700 ლარია. პარკის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share