ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI-ის ინიციატივით, კომპანიის თანამშრომლებმა, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ ბახმაროში დასუფთავების აქცია გამართეს.
აქციას შემოუერთდნენ ადგილობრივი მოხალისეებიც.
30-მა მოხალისემ რამდენიმე საათის განმავლობაში დაასუფთავეს ჩოხატაური-ბახმაროს გზის მიმდებარე ფერდობი და ბახმაროში ე.წ. „ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია.
ამ აქციის მიზანი, ერთის მხრივ, ბახმაროს გარკვეული მონაკვეთების დასუფთავება, მეორეს მხრივ კი, გარეოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მისი სწორედ მართვა იყო.
კომენტარი – დავით მიქელაძე, კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში, საკმაოდ ხშირად გვიწევს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მიმოსვლა. მოგეხსენებათ, მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, გვიწევს ვიზიტები ბახმაროშიც. ვიფიქრეთ, ტურისტული სეზონის დასასრული კარგი პერიოდია, ბახმაროში იმ ადგილების დასასუფთავებლად, სადაც მთელი სეზონის მანძილზე აქტიურად გადაადგილდებოდნენ ადამიანები. ჩვენს თავზე ავიღეთ ინიციატივა და ორგანიზება გავუკეთეთ ამ აქციას. დღევანდელი დღე, კარგი მაგალითია ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანების გაერთიანებისა. მიხარია, რომ მოვახერხეთ, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოვედით და ერთიანი ძალისხმევით, წინასწარ შერჩეული ადგილების დასუფთავება მოვახერხეთ.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და სამწუხაროდ ვერც საქართველო უვლის გვერდს.
ქალაქები, სოფლები, საკურორტო ზონები და დაცული ტერიტორიებიც კი ხშირ შემთხვევაში მსხვერპლია ქაოტური თუ არალეგალური ნარჩენების განთავსებისა, განსაკუთრებით სამწუხაროა ისეთი ადგილების დაბინძურება როგორიც ბახმაროა, მიმოფანტული ნარჩენები იწვევენ ნიადაგის და წყლის დაბინძურებას, ასევე წარმოადგენენ მღრღნელების და წვრილი მტაცებელი ცხოველების კერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემების წარმოქმნა, გარდა ამისა საკურორტო ზონაში მიმოფანტული ნარჩენები უარყოფით ვიზუალურ ეფექტს ქმნის დამსვენებლებში და შესაძლებელია ნეგატიური გავლენა იქონიოს კურორტის პოპულარობაზე.
აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, CCEH-ის გუნდმა მრჩეველთა საბჭოს და სხვა მოხალისეებთან ერთად დაგეგმა კურორტ ბახმაროში გარკვეული მონაკვეთის დასუფთავებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მათ ნაგავსაყრელზე განთავსება, დაგეგმილი აქციის მიზანია ერთის მხრივ ფიზიკურად დასუფთავდეს ბახმაროს ტერიტორიის ნაწილი და ამასთანავე აქცენტი გაკეთდეს გარემოსდაცვით ცნობიერებაზე და სწორ მართვაზე.