“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ ხმა მისცა. მან ყველა შესაბამის სამსახურს მესამე პრეზიდენტის დაკავების ოპერაციის “უმაღლეს დონეზე” ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
კალაძემ თქვა, რომ ხმა უკეთეს მომავალს მისცა.
“თქვენ გგონიათ, რომ მე არ ვიცოდი?!” – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს სააკაშვილის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტებთან უხეშობით გამოირჩეოდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც.
“მთავარის” კითხვაზე, დაუმალეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნაზე ინფორმაცია და “ვინ გაფარჩაკდა” რეალურად, კალაძე გაიქცა.