ალეკო ელისაშვილი: “ჩემზე ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია”

“ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია. მე და ლევან იოსელიანმა რომ გავაფორმეთ მემორანდუმი “ქართულ ოცნებასთან” და ვთქვით, რომ ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ – თქო, ყველა დაგვცინოდა და გვეუბნეოდა ჩააგდებენ, გადაგაგდებენო და დღეს მთელი დღეა, ყველაზე მეტს ვინც დაგვცინოდა, ჩართულია განხილვაში. ეს არის ისტორიული დღე, როცა კონსენსუსით მივიღებთ მეორე მოსმენით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, ლევან იოსელიანისთვის და ჩვენი პარტიისთვის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share