“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თითმმართველობის არჩევნებში თბილისში ოპოზიციური სპექტრი დამაჯერებლად იგებს.
ნიკა მელია მოსახლეობას საარჩევნო პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს: “ამ წუთის მდგომარეობით, ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მონაცემები შემოდის სხვადასხვა წყაროებიდან და მუშავდება, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი ამ წუთის მონაცემებით, დანამდვუილებით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეჭვი არ მეპარება და 3-4 საათშიც მონაცემები გვექნება. მე გეუბნებით, თბილისს ისინი პირველ ტურში აგებენ ოპოზიციურ პარტიებთან ჯამურად, საკრებულოს ისინი აგებენ, თბილისი იქნება ოპოზიციური. ყველა ქალაქიდან პარალელურად ინფორმაცია შემოდის, მაგრამ თბილისი არის უკვე გამარჯვებული ხალხის მიერ. ეს სხვაობა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ.” – განაცხადა ნიკა მელიამ.