ISFED-ის დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველოში არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო რიგი დარღვევები.
დოლიძის თქმით, უბნებზე გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა, ასევე მარკირების პროცედურების დარღვევა. ISFED-ის მონაცემებით, ასევე დაფიქსირდა ფულის გადაცემის ფაქტებიც.
სამართლიანი არცევნების მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში მშვიდ გარემოში და კანონის მოთხოვნით მიმდინარეობდა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომელიც არჩევნების გარემოზე უარყოფითად აისახა ასეთი ტენდენციები იყო: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა, ასევე მარკირების პროცედურების დარღვევა და სხვა პროცედურული დარღვევები. უფრო მეტი პრობლემა დავაფიქსირეთ უბნის გარე პერიმეტრზე, ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორების, გაურკვეველი ორგანიზაციების და დადუგენელი პირების შეკრება, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ და აღრიცხავდნენ ამომრჩეველს “, – თქვა ნინო დოლიძემ.