Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 770 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 296 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 29, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 858 საიდანაც: 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 474, აჭარაში – 362, იმერეთში – 878. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში – 108, იმერეთში – 271. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 28, იმერეთში – 25. 601 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 298 – თბილისში, 168 – აჭარაში. 13 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 197 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი.