რაც საბჭოზე განვიხილეთ და რაც დამტკიცდება ალბათ ერთ ორ დღეში არის პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების ინიციატივა. ეს არის კარგად ცნობილი შედეგზე დამყარებული ანაზღაურება. ანუ ექიმს და ექთანს, ვინც აცრებს აწარმოებენ, ექნება წახალისება იმის მიხედვით დამატებით, რამდენს აცრის, დღეს 4 ლარია აცრისთვის და სერიოზული დანამატი იქნება. ასევე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვგეგმავთ იმუნიზაციის მარათონებს.
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.