,,არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მოვკლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს” – დონარა კიზირია

,,ჩვენ ქართველებს უახლოეს ისტორიაში ორი ძალიან დიდი ცოდვა გვაწევს, ჩვენ მოვკალით ილია, მოვკალით ზვიადი, მე არ მინდა დავიჯერო და დავუშვა ის, რომ ჩვენ მოვკლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელიც უკვე შევიდა ისტორიაში” -ეს განცხადება ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა დონარა კიზირიამ ,,მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

კიზირიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის იმდენივეს ნიშნავს, რამდენსაც ამერიკისთვის ჯორჯ ვაშინგტონი და კენედი, შესაბამისად მისი ციხეში ყოფნა დღეს არის ქვეყნის სირცხვილი.

,,ის არის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, რეფორმატორი და მე ვიტყოდი, რომ ის არის საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი და საქართველოს კენედი. ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა მთელი ქვეყნის სირცხვილია და ისინი ვინც მას ციხეში ამყოფებენ და ყოველგვარ უფლებებს ართმევენ, მხოლოდ იმის მაჩვენებელია თუ, როგორ ეშინია მისი დღევანდელ ხელისუფლებას”, – განაცხადა კიზირიამ.

ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა იმ ადამიანებს მიმართა, რომლებმაც თავიანთი ხმა, რამდენიმე კილოგრამ კარტოფილად და ასეულ ლარად გაყიდეს, კიზირია მათ ურჩევს, რომ ქვეყნის და თავიანთი შვილების მომავალზე დაფიქრდნენ, რომლებიც თავიათ სამშობლოდ სიდუხჭირის გამო სხვ ქვეყნებს მიიჩნევენ და ემიგრაციაში მიდიან.

,,ამ ხელისუფლების რომლეიმე წევრი, რომ ყოფილიყო დაპატიმრებული ექნებოდაა ისეთი გამოხმაურება? იქნებოდ იმდენი ხალხი ციხის წინ, რამდენიც  გუშინ იყო? მე განსაკუთრებით მაფიქრებს და მაღელვებს მომავალი არჩევნები 30 ოქტომბრის არჩევნები. მე მინდა იმ ხალხ მივმართო ვისაც ხუთი კილო კარტოფილით, ხახვით ასი, ხუთასი და გინდაც ათასი ლარით ყიდულობენ, მე მინდა ვკითხო მათ, რამდენი ხანი ეყოფათ ეს ათასი ლარი? შემდეგ რას გააკეთებენ ამაზე არ ფირობენ? ოთხი წლიწადი ხომ იქნება კიდევ უფრო საშინელი და უფრო გაღატააკებულები და უფრო საშინელ მდგომარეობაში იქნებიან. საქართველო იცლება ქართველებისგან და ეს არის ასრულებული პუტინის ნატვრა, მე მინდა ყველა ქართველმა იბრძოლოს აქ საკუთარი მომავლისათვის და მათი სამშობლო იყოს საქართველო და არა გერმანია და საფრანგეთი”, – განაცხადა კიზირიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share