“გულზე არ მეხატება კალაძე, სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია”

გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოულოდნელი არ იქნება თუ „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კალაძეს დაასახელებს.

„კალაძეს ორი თვეა გაჩაღებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. გულზე არ მეხატება კალაძე, მაგრამ ჩანს, რომ წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე არის რეიტინგული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის ფაქტი. ამ წლების განმავლობაში სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს“ , – განცხადა ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: