საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართავს და სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს.
ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ შვილთან სხვა ტიპის კომუნიკაციის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცა, ამიტომ მიმართვას Facebook-ზე აქვეყნებს:
“სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია. იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ.
მიშა!!!! მოგმართავ,როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას,რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას,მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა.
შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა, ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება.იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-8 დღეა, შიმშილობს.