ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში “ოცნებამ” საკრებულოში უმრავლესობა შეიყვანა.
მიღბული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, პირველივე ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმაც. ლანჩხუთის მერი ისევ ალექსანდრე სარიშვილი გახდა, ჩოხატაურში კი, გოჩა შარაშენიძემ მიიღო ამომრჩველთა ორმოცდაათ პროცენტზე მეტი.
რაც შეეხება ოპოზიციას, ლანჩხუთის საკრებულოში, რომელიც 27 წევრით დაკომპლექტება, 2 სადეპუტატო მანდატი პარტიას “საქართველოსთვის” ერგო, ერთი “ლელოს” და ოთხი “ნაციონალურ მოძრაობას”.
როგორც პარტიის ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა “გურიის მოამბესთან” აღნიშნავს, შესაძლოა პარტიამ მეხუთე მანდატიც მიიღოს: “გასაჩივრებული გვაქვს 20 უბნის შდეგები და ველოდებით, შესაძლოა პროპორციულით მეხუთე წევრიც შევიყვანოთ საკრებულოში.”-გვითხრა ასკურავამ.
ჩოხატაურში კი, განსხვავებით ლანჩხუთისგან ენმ-ი ასევე პროპორციული სიით 6 დეპუტატს შეიყვანს, პარტია “საქართველოსთვის” სამი, დანარჩნი მანდატი კი 3-კაციან საკრებულოში “ოცნებას” ერგო.
განსხვავებული მდგომარეობაა ოზურგეთში, სადაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 10 დეპუტატი შეყავს, აქედან ერთი მაჟორიტარი და 9 სიით. გახარიას პარტიას კი 3.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში მეორე ტური იქნება მერობის კანდიდატებს შორის და 4 სამაჟორიტარო ოლქში, აქედან ორ ოლქში (ძიმითი-ნაგომარი და ნარუჯა-ლაითური) ერთმანეთს ენმ-ისა და “ოცნების” წევრები დაუპირისპირდებიან, ერთში (ქალაქი) “საქართველოსთვის” და “ოცნება”, მელექედური-სოფელ ოზურგეთისა და გურიანთის სამაჟორიტარო ოლქში კი დამოუკიდებელი კანდიდატი, მმართველი გუნდის წევრს დაუპირისპირდება.