როგორც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების გაყალბებას და პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის დამარცხებულად გამოცხადებას არ შეეგუებიან, სწორედ ამიტომ 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა.
“ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო თავს შევიკვებ პოლიტიკური შეფასებებისგან, რადგან ვიდრე ვსაუბრობთ უამრავი ადამიანი ებრძვის სიკვდილს და კიდევ უფრო მეტი იბრძვის გადარჩენისთვის. თქვენ იცით, რომ ქართული ოცნება ჩართულია გაყალბების პროცესში და იცით რაც იკადრეს ზუგდიდში, როცა გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში დამარცხებულად გამოაცხადეს. არ ვაპირებთ შეგუებას. ამიტომ, ხვალ, 20:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შევიკრიბოთ, რომ ყველას და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას გავაგონოთ ხმა და ყველა დავარწმუნოთ არ ვაპირებთ უკან დახევას. ბრძოლა ბოლომდე. გელოდებით ყველას”- აღნიშნა მელიამ.