გუშინ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, ახალგაზრდა ქალის და მისი ორი მცირეწლოვანის.
ინგა მეკეიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალიდან იყო, ნანგრევებიდან გუშინ, 9 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს და უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო.
გარდაცვლილები ამოიყვანეს მაშველებმა მისი ორი მცირეწლოვანი, 9 წლის გოგონა და ერთი წლის და ოთხი თვის ბიჭი.
მათთან ერთად დაიღუპა ინგა მეკეიძის ქმრის ძმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ემიგრაციიდან.