ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ათი საათისთვის საგანგებო სხდომა დაინიშნა.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, საგანგებო სხდომის მიზანი მაკვანეთის,ხვარბეთის და ბოხვაურის საარჩევნო უბნებში ხმების ხელახალი გადათვლაა.
ამ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა მმართველი პარტიის მოთხოვნით მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამივე უბანში პირველივე ტურში მაჟორიტარულში მმართველი პარტიის წრმომადგენლებმა გაიმარჯვეს, დიდი ალბათობით მმართველ პარტიას, თავის სასარგებლოდ მერობის არჩევნებში ხმების დამატება სურს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, მერის არჩევნებში მაკვანეთსა და ბოხბვაურში ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა, ხოლო ხვარბეთში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშენიძემ.