ამ წუთებში რუსთავის ციხეში მიხიელ საკააშვილთან მისი შვილები შედიან. მედიასთან ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის პრიორიტეტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლობა და თვისუფლებაა.
“ჩვენ მე და ნიკუშას, მნიშვნელოვანია რომ მოგვეცა ამის საშუალება [ნახვის] მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს”, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა.
ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა მიხიელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.