ბათუმში, ყაჩაღობისთვის დაკავებული, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილი, ვატო ტაბიძე, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით ალბათობით დაკავებულის განთავისუფლება არჩევნების შედეგებს უკავშირდება.
წინასაარჩევნო პერიოდში არა ერთი ადამიანი დაგვკავშირებია, რომელთა ცნობით, “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატები, პატიმრების ოჯახებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ხმების სანაცვლოდ დაკავებულების ციხიდან გამოშვებას პირდებოდნენ.
მამის, ბესო ტაბიძის თქმით ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა მისი სვილი სპეციალური სამაჯურით გამოვიდა და მომავალი წლის თებერვლამდე შინაპატიმრობაში იქნება.
ვადამდელი გათავისუფლება მას ერთი წლისა და 3 თვის პატიმრობის შემდეგ შეეხო.
ცნობისთვის, ვატო ტაბიძე ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის წევრია, რომელიც ოპოზიციის ინფორმაციით, ე.წ. გაყიდულ თამაშებში ფიგურირებდა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობდნენ, რომ თანხა ტაბიძეს სავარაუდოდ აზარტული თამაშების გამო დასჭირდა და ყაჩაღობის მიზეზიც ეს გახდა.
“ევროპული საქრთველო” კი ხელისუფლებას მოუწოდებდა, მმართველი პარტიის დეპუტატს სამართალდამცველებთან მისი კავშირების გამოყენების უფლება არ მისცემოდა.
დაკავებულის მამა და საკრებულოს თამვჯდომარე, ყოფილი პოლიციელია, რომელმაც შესაძლოა წარსული საქმინობა და ნაცნობობა შვილის მფარველობისთვის გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ტაბიძე ბათუმის სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე დააკავეს.
კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერით იყო გადაღებული, ჩანდა, როგორ ესხმის თავს ვახტანგ ტაბიძე ჯიხურის მეპატრონეს და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებას აყენებს.
თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართლდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.