(ფოტო) “გუშინ, ცოლი,შვილები და ძმა მიწას მიაბარა, დღეს, მეზობლების პანაშვიდზე მოვიდა – კუთხეში იდგა”

ფონდი “ოცნებას” პრეზიდენტი ნათია სვანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე რამაზ დავლაძის, იმ ადამიანის შესახებ წერს, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.

“გუშინ, ცოლი,შვილები და ძმა მიწას მიაბარა. დღეს, მეზობლების პანაშვიდზე მოვიდა. კუთხეში იდგა, მის უდიდეს ტკივილთან მარტო.”

May be an image of one or more people, people standing and indoor

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

Home 1

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share