პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა – როგორც ბურჭულაძემ თქვა,ახლა შექმნილი სიტუაცია მას 90-იან წლებს ახსენებს.
“ამ მოედნიდან მინდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მივესალმო და ვისურვო, რომ ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს. სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში, ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენ მტერს ხელიდან გამოვსტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი. ახლა კი მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ”,- ამბობს პაატა ბურჭულაძე ვიდეომიმართვაში.