“მთელი საქართველო გააცნო მსოფლიოს, ყველას დააჯერა რომ კრიმინალი ერი კი არა ნიჭიერი ერი ვართ..აი ასეთ ხალხს ვკლავთ ქართველები”

პოსტი სოციალური ქსელიდან:
”კერასინკა გაზით ჩაანაცვლა;
ლამფა შუქით;
ტალახი გზით;
ლახანკა ტაშტი დუშით;
მოსკვიჩი შკოდით;
სახელმწიფო ინსტიტუტებს ფუნქცია დაუბრუნა, დროშის სიყვარული გვასწავლა, ჰიმნი გვასწავლა, ჯარს ჩააცვა და ხელში იარაღი მისცა, ეკონომიკა 5-ჯერ გაზარდა, ბიუჯეტი 11-ჯერ, პენსია 11-ჯერ, რაბათი ააშენა, მესტია, სიღნაღი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ყვარელი, ანაკლია, ლაზიკის მშენებლობა დაიწყო;
კრიმინალი მოსპო, კორუფცია მოსპო, განათლება ღირებული გახადა, უშგული მსოფლიოს გააცნო, ხულო გააცნო მსოფლიოს და საერთოდ მთელი საქართველო გააცნო მსოფლიოს, ყველას დააჯერა რომ კრიმინალი ერი კი არა ნიჭიერი ერი ვართ- ჩვენც დაგვაჯერა ეს, თითოეულ ჩვენგანს და ეს ადამიანი გავიმეტეთ სასიკვდილოდ.
აი ასეთ ხალხს ვკლავთ ქართველები!
გამაგრდი ბატონო პრეზიდენტო!” – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ხუსკივაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share