“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი “მთავარი არხის” შეკითხვებმა გააღიზიანა.
“ნაციონალური მოძრაობის” “დასრულებასა” და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს ყაველაშვილმა შეურაცხყოფით უპასუხა:
“პარტიამ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში? თქვენ ნორმალური ხართ? სერიოზულად გეკითხებით, პარტიამ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში, პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ?”, – მიმართა ყაველაშვილმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს.