Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზამ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა 95.6%-მდე გაზარდა, მათ შორის COVID 19-ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც. ამის შესახებ საუბარი მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია.
გავრცელებულ პრესრელიზში კომპანია წერს, რომ ცდები 16 წლიდან ზევით ასაკის 10 00 ადამიანში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ დამატებით დოზას უსაფრთხოების კეთილსაიმედო პროფილი აქვს.
ცნობისთვის, კორონავირუსის ბუსტერ დოზას რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ, მათ შორის საქართველოშიც. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ.