იწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბახვის, ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
ამჟამად, შ.პ.ს „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ სოფელ მშვიდობაურში წყლის მილები შემოიტანა.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ პროექტირებასა და მშენობლობაზე გამოცხადებულ ტენდერში შ.პ.ს „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 9 43 88 38 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ პროექტის განხორციელებისთვის.