კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან  იწყებს თანამშრომლობას

2021 წლის 25 ოქტომბერს  კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH), გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით და საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად,  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ USAID საქართველოს წარმომადგენლები, დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორის მოადგილე, მარიკა ოლსენი,  ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID – ის  ენერგეტიკის უსაფრთხოების პროგრამის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.    

USAID – ის ეკონომიკური პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, გურიის რეგიონში ორი მნიშნველოვანი ინიციატივა განხორცილედება. პირველი ინიციატივა გულისხმობს “გურიის ჩაის გზის” შექმნას, რაც მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, „გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში ღვინის. მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის გულისხმობს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებას და 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნას, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გამისმთასა და ბახმაროს  აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ჩართული პარტნიორები უზურნველყოფენ მცირე საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნულ სამარშრუტო გზასთან. პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ოთხივე სეზონის განმავლობაში იმოგზაურონ და დაკავდნენ მათთვის სასურველი აქტივობებით.

„USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით თანამშრომლობს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH) გურიის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად. ეკო-ტურიზმის განვითარებით, რომელიც ორიენტირებულია რეგიონში ჩაის წარმოებაზე, ასევე, მისი მთის სათავგადასავლო გამოცდილების გაზრდაზე, უდავოდ მოხდება მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და რეგიონით დაინტერესება, რომელთაც სურთ საქართველოს ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის გაცნობა.“ – აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID  ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

აღნიშნული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, რაც ერთმნიშნველოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას.

USAID-ის   ენერგეტიკული   მომავლის   უზრუნველყოფის პროგრამისა და  კავკასიის  განახლებადი  ენერგიის  ჰოლდინგის პარტნიორობა გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული    სექტორის    წინსვლის ხელშეწყობას   და    ამ მიმართულებით, მდგრადი    შედეგების უზრუნველყოფას. ერთობლივი  მიდგომა  საკითხისადმი,  გურიის რეგიონში წაახალისებს  კრეატიულ  გაერთიანებებს  და კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას, რათა საქართველომ შეძლოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების აშენება.

„ჩვენი, როგორც ინვესტორის მიზანია ჰიდროენერგეტიკული პროექტების დეცენტრალიზაცია, რაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ხელშესახები ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებს მოიტანს რეგიონებისთვის. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის პოლიტიკა, დიდწილად მიმართულია ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვიცით რა, ადგილობრივი საჭიროებები, სხვადასვა პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ   სოციალურ პროექტებს, თუმცა, ამავე დროს მაქსიმალურად  ვიყენებთ შესაძლებლობებს და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ვცდილობთ მიმზიდველი გავხადოთ გურიის რეგიონი პოტენციური დონორებისთვის და ინვესტორებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ ამ მუშაობის შედეგია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID -ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამებთან და ამით, ვიწყებთ თანამშრომლობას მათთან გურიის რეგიონის განვითარებისთვის და ხელშესახები ცვლილებეისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა.

***

საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ  $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH),  არის საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და ამ დროიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მის ინვესტორებს წარმოადგენენ მაღალი ნდობის ხარისხით აღჭურვილი   ინვესტორები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან. კომპანიის საქმიანობის მიზანია, განახორციელოს ინვესტირება  საქართველოში, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში, კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. კომპანიისთვის,  უაღრესად  მნიშვნელოვანი ასპექტია, პროექტების არა მხოლოდ კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ მათი გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების შენებასთან დაკავშირებული გამოცდილებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share