ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ განუხორციელებიათ მისი დეპორტაცია.
„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია ვარ“, – აცხადებს გორდონი.
შეგახსენებთ, მანამდე დიმიტრი გორდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში არ შეუშვეს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქართველოში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში მარია ბარაბაში.