საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს – წერილი მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა:
ნომერ მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება: ამ წუთიდან, უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე, მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს.