მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრები შევიდნენ

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმის წევრები შევიდნენ.

ექიმთა ჯგუფი რუსთავის ციხეში დღეს უკვე მეორედ მივიდა. მანამდე, ადვოკატებთან კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ექიმებთან შეხვედრაზე და კონსულტაციაზე უარი განაცხადა.

მოგვიანებით, პენიტენციურმა დაწესებულებამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები დააკმაყოფილა. ის დღეს ადვოკატებმა უკვე მოინახულეს და შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მესამე პრეზიდენტი ექიმებთან კომუნიკაციას გააგრძელებდა.

დღესვე ასევე ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, ხვალ, 29 ოქტომბერს პენიტენციურ დაწესებულებაში რადას დეპუტატებიც შევლენ და მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ. საქართველოში ამჟამად 2 უკრაინელი დეპუტატი იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share