საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ ექიმთა კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნენ.
ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი იყო რამდენიმე მედიკამენტის მიღება, რასაც ის დათანხმდა. გარდა ამისა, ჩაუტარდა რამდენიმე გამოკვლევა. გამოკვლევები დღეს დილითაც იგეგმება, პასუხების მიღების შემდეგ კი ექიმები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.
კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაციაც შესთავაზა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამის წინააღმდეგია.
“შეძლებისდაგვარად გვიპასუხა ყველა სამედიცინო კითხვაზე. იყო რაღაც კორექცია საჭირო, რის გამოც დაგვთანხმდა აბების მიღებაზე და მიიღო კიდეც ჩვენი თანდასწრებით. შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია და ბრძანა, რომ ამ ეტაპზე არ უნდა და აქვს თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუ დაგვთანხმდება, ჩვენ გვაქვს მკაცრად გაწერილი ლაბორატორიული მონიტორინგი, რადგან შიმშილობის ამ ვადაზე შეიძლება, მეტაბოლური პრობლემები იყოს ყოველწუთიერად შეიცვალოს. ათვითცნობიერებს ამ კვლევების აუცილებლობას და გარკვეულ წილად დაგვთანხმდა ანალიზების აღებაზე. კვლევის შედეგების გათვალისწინებით გადაწყდება, როგორ უნდა მოვიქცეთ”, – თქვა ექიმმა ნინო შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.