დღეს,ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. ოზურგეთის ერთ-ერთ უბანზე(ზვანი #1) შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. დაფიქსირდა დაღრვევა, როდესაც ამომრჩეველი ქალბატონი კაბინაში შევიდა და შემოხზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღო, იქ მოხდა შელაპარკება. გაბრაზებულმა ქალბატონმა ბიულეტენი დახია. ამის შემდეგ უბანთან მივიდა ამავე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ლელა საჯაიას მეუღლე ნესტორ რამიშვილი, რომელმაც “ასოციაცია თავისუფალი თაობის” წარმომადგენელს მოსთხოვა უბნის დატოვება , რომლის უფლებაც მას არ ჰქონდა. სიტუაცია რამდენიმე წუთში დასტაბილურდა.