“ვინც საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციას მოგვაწვდის…“მთავარი არხისგან” 1000 ლარს მიიღებს”– ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მთავარი არხი 1000 ლარს გადაიხდის ინფორმაციაში.

“მთავარი არხი აცხადებს:
ხვალ, ნებისმიერი პირი, რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევის შესახებ და დამადასტურებელ ვიდეო მტკიცებულებას, მთავარი არხისგან მიიღებს ათას ლარს.
ინფორმაცია მოგვაწოდეთ ჩვენი ფბ პეიჯის ინბოქსში.
ჩაერთეთ გაყალბების კონტროლში!” –წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share