საქართველომ 9 თვეში 1 068 ტონა ნიორი იყიდა – საექსპორტო ბაზრები

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 1 068.1 ტონა ნივრის შესაძენად 553 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 37.1%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის 9 თვის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება (537.6 ათასი დოლარი).

ამ პერიოდში ქვეყანამ ნივრის შესყიდვა ძირითადად 3 ქვეყნიდან – ჩინეთიდან (309 ათასი დოლარი, 562 ტონა), თურქეთიდან (151.6 ათასი დოლარი, 314.9 ტონა) და ირანიდან განახორციელა. მცირე მოცულობით ნიორი საქართველომ ნიდერლანდებიდანაც შემოიტანა.

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყნიდან სხვადასხვა ქვეყანაში ნივრის რეალიზაციის მაჩვენებელი იმპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 407.9 ათასი დოლარის ღირებულების 332.9 ტონა ნიორი გავიდა. ამ პერიოდში ნივრის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 16.2%-ით გაიზარდა.

მცირეა ნივრის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალიც. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ნიორი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში გააქვს, საიდანაც ძირითადი საექსპორტო მიმართულება რუსეთია. მიმდინარე წელს ამ ბაზარზე საქართველოდან 311.6 ათასი დოლარის ღირებულების 224.2 ტონა ნიორი გავიდა; სომხეთში რეალიზებული 108.5 ტონა პროდუქტის ღირებულებამ კი 95.8 ათასი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ნიორი მცირე მოცულობებით სინგაპურში, ჰონკონგში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიტანეთ.

https://bm.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share