საქართველოს პარლამენტის წინ, პოლიციელებმა ამერიკის მოქალაქე პაატა აბჟანდაძე დააკავეს. აბჟანდაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ემიგრანტებს მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის დასახმარებლად, სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
პარლამენტთან შეკრებილი ემიგრანტები, ,,ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მეორე ტურებში, სათავისოდ გაფორმებულ ოპოზიციის გამარჯვებას აპროტესტებენ და ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ის პუტინის მიერ მართულ ძალებს უკანონოდ ჰყავთ დაკავებული.
პარლამენტთან შეკრებილი პროტესტანტები, ადგილზე კარვების დადგასაც გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ.