“გურიის მოამბე” კახა ჩავლეშვილთან ერთად გთავაზობთ
დევნილობაში მყოფი გურიის უკანსკნელი მთავრის მამია გურიელის მეუღლის სოფიო გურიელის და შვილების დავითის და ეკატერინეს ტრაგიკული ისტორია
1902 წელს „მოგზაურში“ გამოქვეყნდა გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის ოჯახის ტრაგიკული ისტორია.
თხზულება დოკუმენტურ-მხატვრული ხასიათისაა, მისი წინასატყვაობის მიხედვით ავტორი ეყრდნობა კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიაში დაცულ დოკუმენტაციას და აზნაურ იასე დოლიძის მონათხრობს, რომელიც თან ახლდა ოჯახს დევნილობაში.
ხელნაწერი რედაქციაში მიუტანია თავად დიმიტრი დურმიშხანის ძე ჩოლოყაშვილს, რომლის განმარტებით ხელნაწერი ნამდვილად მისი მამის ხელით იყო შესრულებული თუმცა უცნობი იყო მისთვის იყო თუ არა დურმიშხან ჩოლოყაშვილი ავტორი ამავე თხზულებისა.
ჩოლოყაშვილისეულ ტექტსში ასეა აღწერილი მამია გურიელის ოჯახის დაბრუნება გურიაში
– „უბედური ობლები მივიდნენ ტრაპიზონის საფაშოს და დადგნენ პატარა ქალაქს პლატანაში, საიდანაც არის ტრაპეზონამდე ორი საათის სავალი. რავდენსამე ხანს უკან ოსმან-ფაშას მოუვიდა ბრძანება, რომ ნება მისცეს მათ სარუსოს ქვეყანაში განსვლისა. იქაურმა ბალიოზმა გერსიმ ანგლიის სირენა გემში დავითი, უბედური და მისი და ყოველნი თან მხლენი იმათი, რომელთა შორის იყვნენ: 7 თავადი, 16 აზნაური, 1 არხიმანდრიტი, 1 მღვდელი, 40 მსახური კაცი, 1 თავადის ქალი, 3 აზნაურის ქალი და 4 მოახლე და ყოველნი ესენი გააგზავნა შემოქმედის ციხეში და მივიდნენ იქა 1832 წელსა 15 ენკენისთვისა. როდესაც იქ შეასრულეს კარანტინის ვადა, ეკატერინე დაჰსტევეს ოზურგეთს ნათესავებთან, ხოლო დავით და თავადი მაჭუტაძეს, რომელიც ამბობდა, რომ რაც უნდა დამართონ ჩემს ბატონისშვილს არ მოვშორდებიო, გამოგზავნეს ტფილისში, და მოვიდნენ აქა 30 ღვინობისთვეს.“
სურათზე: დედოფალი სოფიოს საფლავი უანიაში