რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეყავთ – კადრები “მთავარი არხის” კამერამ დააფიქსირა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები კი საგანგაშო ნიშნულზეა.
განცხადება მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დღეს მისივე ადვოკატებმა გააკეთეს და ჟურნალისტებს ანალიზების პასუხები გააცნეს, რომლის მიხედვითაც, 35 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სასიცოცხლო მაჩვენებლები მძიმდება.
ხომ არ იგეგმება მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მისი ნების საწინააღმდეგოდ ციხის საავადმყოფოში, ან გორის ჰოსპიტალში უცნობია, ოფიციალური კომენტარი სამართალდამცველების განსაკუთრებულ მობილიზებაზე არ გაკეთებულა.