მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვიდეო მიმართვას ავრცელებს და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მისი შვილის დახმარებას სთხოვს:
“სასაოწარკვეთილი ვარ, რადგან ჩემს შვილს ჩემს თვალწინ კლავენ… მინდა, მივმართო უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც არაერთხელ დაგვხმარებია, მაგრამ ახლა მისი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება.
აუცილებელია, რაღაც საშუალებებით მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში, რათა მას სათანადო მკურნალობა გაეწიოს.
წარმოიდგინეთ, შიმშილობის 35-ე დღე აქვს და შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. ეს ხელისუფლებას არ ანაღვლებს და ერთადერთი, რასაც სთავაზობენ, ციხის საავადმყოფოა, სადაც არც შესაბამისი პირობები და სერვისი არ არსებობს.
ერთადერთი იმედი უკრაინაზეა, ყველას იმედი მაქვს, დეპუტატების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ზელენსკის” – აღნიშნულია მიმართვაში.