საქართველოში ფქვილის იმპორტიორებს პრობლემებს უქმნიან – პურის მცხობელთა ასოციაცია

პრობლემებს უქმნიან ადამიანებს, რომლებსაც შემოაქვთ ფქვილი და სიკეთეს აკეთებენ – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის მიმოხილვისას განაცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, მოკლედ იტყვის პრობლემის შესახებ და ეს უფლებამოსილმა პირებმა უნდა გაიგონ,რადგან ფქვილის შემომტანების დამსახურებით ხდება ფასის სტაბილიზაცია ბაზარზე.

,,რუსეთმა, ხორბლის საბაჟო გადასახადი გაზარდა. ე.წ მცოცავი ბაჟი, რომელიც 67 დოლარამდე ავიდა. ეს ცხადია აისახება ხორბლის ფასზე. ფქვილზე გადასახადი თითქმის არ არის, ამან 5-6-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი საქართველოში. მინდა, გამგონმა გაიგოს, მაინც პრობლემებს უქმნიან ადამიანებს, რომლებსაც შემოაქვთ ფქვილი და სიკეთეს აკეთებენ. არ უნდა აწვალონ შემომტანები, თუ სერიოზული დარღვევა არ აქვს. როცა იმპორტიორს ფქვილი შემოაქვთ, ყაზბეგის საბაჟოდან ლამის სარფის საბაჟოზე აგზავნიან ანალიზის გასაკეთებლად, არის ხელის შემშლელი ფაქტორები, როცა პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ. ამ ხალხს შემოაქვს, ფასს ამით ვიჭერთ და დახმარებაა საჭირო“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ 4 009 ტონა ფქვილი (1,234 მლნ აშშ დოლარი) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 532 ტონა (146.4 ათასი აშშ დოლარი).
bpn.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share