ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის ინფრასტრუქტურის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე

სს „ენერგონი“ ახორციელებს კიდევ ერთ, ინოვაციურ პროექტს – ნორვეგიული ორაგულის მეურნეობის ინფრასტრუქტურის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე!

მშენებლობა მიმდინარეობს გურიაში, ლანჩხუთის რ-ნ სოფ წყალწმინდაში.
დამკვეთი – შპს „გურია ფიშ ფარმინგ“.

პროექტის მთლიანი ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია აწარმოე საქართველოს მიერ.

პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას ხმელეთზე არსებულ წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით მარაგდება შავი ზღვის წყლით. წყალამღები მილის დიამეტი 630 მმ-ია, ხოლო წყალაღების წერტილი 500 მეტრით არის დაშორებული ნაპირიდან. მოხმარებული წყალი ნაპირიდან 250 მეტრში კვლავ ჩაეშვება შავ ზღვაში.


გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ნორვეგიული ორაგულის წარმოება აქამდე არ განხორციელებულა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ ეკონომიკაში. წარმოების მასშტაბები საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ნორვეგიული ორაგული მიაწოდოს როგორც ადგილობრივ ბაზარს, რაც ნაწილობრივ ჩაანაცვლებს იმპორტს, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებს. აღსანიშნავია, რომ ორაგულის ქვირითის შესყიდვა ხორციელდება ნორვეგიიდან, სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანიისგან.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
🔹მილის ჩადებას შავ ზღვაში
🔸მიწის სამუშაოებს
🔹ბეტონის სამუშაოებს – რეზერვუარების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას
🔸შესაბამისი დანადგარების და მოწყობილობების – ტუმბოები, მილ-გაყვანილობები, ჟანგბადის და დამახარისხებელი სისტემები და სხვათა შესყიდვას და მონტაჟს
🔹შენობა ნაგებობების მშენებლობას

ჯამში პროექტი გათვლილია 5 წელზე და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 200 მლნ ლარს. შედეგად, ორაგულის წარმოება მიაღწევს დაახლოებით 10 000 ტონას. ამისათვის განხორციელდება ახალი რეზერვუარების მშენებლობა და მოხდება წყალამღები მილების დამატება.
პარალელურად, იგეგმება თევზის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც.
პროექტის ყველა ეტაპზე სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია ენერგონი!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share