ესპანური მედიის ცნობით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.
გამოძიების ვერსიით, დაჯგუფების წევრები წყვილებად, კატალონიის ნაკლებად მდიდრულ უბნებში მოქმედებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სამართალდამცავებისთვის ასე უფრო შეუმჩნეველი დარჩებოდნენ. ისინი წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.
მხოლოდ ერთ ღამეში დაკავებულებმა 5 ბინა გაძარცვეს, სპეცოპერაციის დროს ამოღებულია მოპარული ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით თანხა და საქართველოს პასპორტები.