რევოლუცია უკვე მოხდა. ეს იყო ელექტორალური რევოლუცია. ვინ წარმოიდგენდა ასეთ საარჩევნო შედეგებს ცოტა ხნის წინ? ეს ელექტორალური რევოლუცია მენტალური რევოლუციის შედეგია და თავისუფლებისმოყვარე მენტალიტეტს ესენი ვერ მოერევიან.
შევარდნაძის არჩევნების საერთაშორისო დასკვნები ბევრად უფრო რბილი იყო, ვიდრე ახლა. დღეს ხალხი ნაკლებადაა ჩამოკიდებული ლიდერებზე, გაჩნდა ბევრი ახალი ლიდერი, როგორიცაა გია ხარჩილავა, ირაკლი კუპრაძე, იმედა კლდიაშვილი და ანა ნაცვლიშვილი
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.