„ყოველთვის არსებობს ხანმოკლე მომენტები ყოყმანის” – რას ეუბნებოდნენ ოჯახის წევრები სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს “ტვ პირველთან” ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

„ყოველთვის არსებობს ხანმოკლე მომენტები ყოყმანის, მაგრამ ამასწინათ დედაჩემმა მითხრა, აბსოლუტურად სწორ დროს ჩამოხვედიო და იგივე მითხრა ჩემმა შვილმა ედუარდმა, რომელიც მანამდე ჩემი ჩამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო – „შენი ინტუიცია უფრო სწორი აღმოჩნდაო”-აღნიშნავს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share