მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ციხიდან გაიყვანეს. როგორც ალსანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას სააკაშვილთან შესვლა უნდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.
ყოფილი პრეზიდენტის დედა ყვება, რომ ადგილზე დაინახა ბრონირებული მანქანები და ვერტმფერი და ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ მათი საშუალებით გაიყვანეს.
“გაირკვა, რომ გაქრა. ვერ შევდივართ აღარ არის, სადღაც გაიყვანეს, როგორც ჩანს. ინფორმაცია არ მაქვს. თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს… გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. არ არის ადამიანი, მორჩა. არ მაქვს ინფორმაცია და მაქვს მხოლოდ ვარაუდი, რაც დავინახე ჩემი თვალით -როგორ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა, როგორ გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ. ფაქტია ჩემი შვილი აღარ არის ამ ციხეში”, – ამბობს ალასანია.
ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით უწყების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადასაყვანად უწყება ვერტმფრენს გამოიყენებს.
სააკაშვილი 39-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია. დღეს ექიმთა კონსიულიმმა რეკომენდაცია გასცა, რომ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ.