საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის დავასავლეთის ზონის მორიგ ტურში, 6 ნოემბერს ოზურგეთის “მერცხალმა” ზუგდიდის “ოდაბადეს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით “მერცხალმა” 16 ქულა დააგროვა და კვლავ მეშვიდე ადგილზეა. მეექვსე ადგილზეა მეორე გურული გუნდი “ჩიბათი”, რომელიც ბოლო ტურში სტუმრად “შუქურა 2” თან დამარცხდა, ანგარიშით 2:3.
მორიგი ტურის მატჩები 11 ნოემბერს გაიმართება. “მერცხალი” სტუმრად “სამგურალი 2”-თან ითამაშებს, ხოლო “ჩიბათი” შინ მართვეს მიიღებს.