“სად არიან ემიგრანტები
ემიგრანტები პერმანენტულად ვერ დაფრინავენ.
მათ არ გააჩნიათ ფუფუნება, 20 წუთიანი მიტინგისთვის კვირაში ორჯერ შეიძინონ ბილეთები.
ურჩევნიათ, საკუთარი დანაზოგით უზრუნველყონ ოჯახის წევრები, რომლებსაც მინიატურულ საპროტესტო აქციებზე დაარბენინებთ დღემდე უშედეგოდ.
მათ დასჭირდათ ჯოჯოხეთური შრომა, უცხო მიწაზე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, რათა ეშოვნათ სტაბილური სამსახური და საქართველოს ბიუჯეტი მინიმუმ მილიარდ ნახევარი დოლარით გაეზარდათ ყოველ წლიურად.
და ბოლოს, ემიგრანტები ორი კვირა ფიზიკურად ვერ დაელოდებიან ლიდერებს, ორ სიტყვიანი გეგმის გასაცნობად!!! დღეს ყველა ომში ვართ, ომში რომელსაც არ ჰყავს მთავარსარდალი და ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია!!!
ნუ საყვედურობთ ხალხს, რომლებსაც 15 წუთიანი პროტესტის გამო 15 საათიან ფრენას სთავაზობთ კვირაში ორჯერ
ნებისმიერ მანდ მყოფს გაგიცვლით პირადად ჩემს ადგილს, ვისაც შეგიძლიათ 24სთ განმავლობაში აკაკუნოთ ევრო სტრუქტურების კარებზე და ბიძინას მოსყიდულ “დემოკრატებს” ტვინი გაუბურღოთ.
ნუგზარ (სულა), სულაშვილი