“ის სხვა განზომილებაში გადავიდა”– სანდრა რულოვსი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის… ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან…”, – წერს რულოვსი სოციალურ ქსელში და ურთავს ფოტოებს.

May be an image of 5 people, people standing and indoor

May be an image of 3 people and people sitting

82 წლის ასაკში გარდაიცვალა დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი, რომელიც 1992-2003 წლებში იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი, ხოლო 2006 წელიდან 2011 წლის სექტემბრამდე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.

გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ასპირანტურა 1970 წელს, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share