გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერი მერაბ ჭანუყვაძე გურიის სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ინიშნება

როგორც “გურიის მოამბეს”  ამ წუთებში მიაწოდეს ინფორმაცია, “ქართული ოცნების”  ადგილობრივი ლიდერი, მერაბ ჭანუყვაძე გურიის სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე  ინიშნება.  “გურიის მოამბემ” ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო დეპარტმენტის პრეს-სამსახურში გადაამოწმა,სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ეს დანიშვნა არ განხორციელებულა.

ცნობისათვის, გურიის სამაშველო სამსახურის თანამდებობა რამდენიმე თვეა ვაკანტურია. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩავნო კამპანიის დასაწყისში, აღნიშნული თანამდებობა მისმა ხელმძღვანელმა, პაატა ლომთაძემ დატოვა.

მაშინ ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ პაატა ლომთაძის გადაყენება მომავალ ადგილობრივ არჩევნებს უკავშრდებოდა და ის, როგორც არასანდო პიროვნება , თანამდებობიდან გადააყენეს.

მერაბ ჭანუყვაძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინორმაცია, რამდენიმე თვის წინათაც გავრცელდა, თუმაცა მაშინ ეს არ დადასტურდა.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი , აღნიშულ თანამდებობზე მერაბ ჭანუყვაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე კვირის ბოლომდე, ოფიციალურდ გამოცხადდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share