ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი პოლიტიკოსების ჩამოსვლა საქართველოში, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში მონახულებას აპირებენ.
სამადაშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო დელეგაციის წევრები ელოდებიან ნებართვას, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნახვა შეძლონ.
”უახლოეს დღეებში იგეგმება საერთშორისო დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში, სააკაშვილის საპატიმროში მონახულების მიზნით. რომ არ გავასწროღ მოვლენებს, გეტყვით, რომ ველოდებით შესაბამის უფლებას, რომელიც უნდა გასცეს ხელსიუფლებამ ამ ადამიანებისთვის, რომ მათ შეძლონ საპატიმროში სააკაშვილის ნახვა. მაღალი რეპუტაციის მქონე პირები არიან. სხვა დეტალებს არ დავაზუსტებ ”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბოლო პერიოდში უცხოელი დიპლომატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ნეგატიური ხასიათის განცხადებები გახშირდა. დასავლთი მოუწოდებს მმართველ პარტიას, უზრუნველჰყონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და თავისუფალი სასამართლოს წინაშე წარსდგომის უფლება.