პენიტენციური სამსახური მორიგ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს და ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.” ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრეგაძის უწყებამ დღეს უკვე გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების პირველი ნაწილი, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში, მესამე პრეზიდენტის ძალის გამოყენებით გადაყვანას ასახავს.