ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირველკასელები ონლაინ-სწავლებაზე ისე გადაიყვანეს, რომ ბუკები არ დაურიგებიათ. ზოგი სასწავლო პროცესზე დასწრებას მობილური ტელეფონით ახერხებს. ის ვისაც, არც მობილური აქვს დ არც ინტერნეტი, პროცესის მიღმა რჩება. ბავშვებს არ აქვთ ტექნიკა,რითაც გაკვეთილზე ჩართვას შეძლებენ. მშობლები ამბობენ, სკოლა მათგან ბავშვების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვას სთხოვს, თუმცა თავად სკოლა თავის მოვალეობას არ ასრულებს: “დიდ პრობლემებს ვაწყდებით,გარდა იმისა, რომ სოფელში ვცხოვრობთ და ინტერნეტი არ გვაქს, ახლა სხვა პრობლემც შეგვექმნა, რადგან არ გვაქვს ტექნიკა, რითაც გაკვეთილზე ჩავერთვებით. მასწავლებლები ითხოვენ რომ ყველა მოსწავლე ხაზზე იყოს,თუმცა თვითონ არ ასრულებენ რაც მოეთხოვებათ”-ნათია ჯაბანაშვილი(მშობელი).
ამის შესახებ “გურიის მოამბე” დაახლოებით ერთი თვის წინ წერდა. როგორც მაშინ ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი აღნიშნავდა, პრობლემა მალე გადაიჭრებოდა, თუმცა დღემდე პირცელკლასელები კუთვნილი ბუკების გარეშე არიან დარჩენილები.
ტექნიკური საშუალებების გადაცემის შეფერხებულ პროცესზე საუბრობს ოზურგეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი თამარ ოგანოვა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად პირველკლასელები დამხმარე ბუკების გარეშე სათანადო ცოდნას ვერ იღებენ:”არამხოლოდ ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა, არამედ ტექნიკაც პრობლემაა ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა განათლების სამინისტროს ეს რისკები შეეფასებინა.”
აღნიშნული პრობლემის შესახებ კარგად იციან ადგილობრივ ოპოზიციაშიც. შეფერხებულ სასწავლო პროცესზე ისინი სრულ პასუხისმგებლობას განთლების სამინისტროს აკისრებენ: “ეს არის უპასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლების , ასევე კომპანიის მხრიდან.მეორე წელია მშობლებს აწევთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუ მშობელს აქვს მხოლოდ ერთი ტელეფონი და ორი შვილი ჰყავს და ვერ ახერხებს ორივე ჩართოს.”- დავით მჟავანაძე(ნაციონალური მოძრაობა).
რატომ არ მოამარაგეს სკოლები პირველკლასელებისთვის განკუთვნილი კომპიუტერებით , ამჯერად ვერც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში განმარტავენ. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი განმარტავს ეს განათლების სამინისტროს კომპეტენციაა:”რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაკმაყოფილდა უკვე და შეტანილია ბუკებიც. რაც შეეხება ხარვეზებს და მიზეზებს, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.რესურს-ცენტრი არ მონაწილეობსარც გეგმავს და არც ატარებს ამ ტენდერს.”
სკოლები ბუკებით განათლების სამინისტროსთან კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპნია ugt-ის ოქტომბერში უნდა მოემარაგებინა. როდის მიიღებენ მოსწავლეები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემულ კომპიუტერებს და რატომ შეფერხდა პროცესი , კვლავ გაურკვეველია.
ოზურგეთელი პირველკასელები კომპიუტერებს ამ დრომდე ელიან.